შსს-ს ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ოფისთან დაკავებული პირების უმრავლესობა ხელწერილით გაათავისუფლეს
შსს-ს ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ოფისთან დაკავებული პირების უმრავლესობა ხელწერილით გაათავისუფლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ოფისთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული 13 პირიდან 12 უკვე გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე.

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან, აქციაზე დღეს რამდენიმე პირი დააკავეს. აქციის მონაწილეები პარტიის ოფისში შემსვლელებს შეძახილებით აცილებდნენ. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ქართული ოცნების“ დეპუტატს, გია ვოლსკის აქციის მონაწილეებმა „მონა“ უწოდეს, მან კი აქციაზე მყოფებს შეურაცხმყოფელი ჟესტი უჩვენა.