შსს-ს ცნობით, ტელეკომპანია „ფორმულას“ მძღოლის კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

15:50, 09.04.2021

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლის კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა სოფელ გამარჯვებაში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის დაზიანების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. გამოიკითხა ავტომობილის მფლობელი, რომელმაც აღნიშნა, რომ არის ტელეკომპანია „ფორმულას“ მძღოლი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

რაც შეეხება მეორე ფაქტს, რომელზეც ტელეკომპანია „ფორმულა“ საუბრობს, შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება არ შემოსულა. ინფორმაციის მიღებისთანავე, უწყება შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი