შსს-ს ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ ადმინისტრაციული წესით აქციის ექვსი მონაწილე დააკავეს
შსს-ს ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ ადმინისტრაციული წესით აქციის ექვსი მონაწილე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ ადმინისტრაციული წესით აქციის ექვსი მონაწილე დააკავეს.

აქციის მონაწილეები რუსული ავიარეისის ჩამოფრენას აპროტესტებენ. მათ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გზა გადაკეტეს.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა აეროპორტის მიმდებარედ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, პროტესტის გამოხატვისას დაეცვათ მართლწესრიგი და სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს დამორჩილებოდნენ.