შსს ნარკოტიკულ თრობაზე შესამოწმებლად ახალი ტიპის მოწყობილობის შემოტანას გეგმავს
შსს ნარკოტიკულ თრობაზე შესამოწმებლად ახალი ტიპის მოწყობილობის შემოტანას გეგმავს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოტიკულ თრობაზე შესამოწმებლად ახალი ტიპის მოწყობილობის შემოტანას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მიმდინარეობს მუშაობა ისეთი მოწყობილობის შესაძენად, რომელიც შემოწმების პროცესს უფრო ჰუმანურს გახდის.

„ვმუშაობთ, რომ ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმების პროცესი გახდეს უფრო ჰუმანური, მათ შორის იმაზე, რომ შევიძინოთ შესაბამისი მოწყობილობა“, – აცახდებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უწყებაში ვერ აკონკრეტებენ, იქნება თუ არა ახალი მოწყობილობა პორტატული და შესაძლებელი იქნება თუ არა მოქალაქეების ადგილზე, ალკოტესტის მსგავსად შემოწმება.

დატოვე კომენტარი