შსს თბილისის N71-ე ბაღში მომხდარ ინციდენტსა და სავარაუდოდ პიროტექნიკით ბავშვის დაშავების ფაქტს იძიებს
შსს თბილისის N71-ე ბაღში მომხდარ ინციდენტსა და სავარაუდოდ პიროტექნიკით ბავშვის დაშავების ფაქტს იძიებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის N71-ე საჯარო ბაღში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ბაღში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

შს სამინისტროს ცნობით, სავარაუდოდ პიროტექნიკის გამოყენების შედეგად საბავშვო ბაღის ერთ-ერთმა აღსაზრდელმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, მას საავადმყოფოში გაეწია დახმარება და ამჟამად მკურნალობას სახლში განაგრძობს.

წინასაახალწლო ზეიმზე ბაღში პიროტექნიკის გამოყენების შესახებ ვიდეომასალა სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა.

დატოვე კომენტარი