შსს-მ ქურდობის ოთხ ფაქტზე ორი არასრულწლოვანი ამხილა
შსს-მ ქურდობის ოთხ ფაქტზე ორი არასრულწლოვანი ამხილა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობაში ორი არასრულწლოვანი: 2004 წელს დაბადებული გ.ვ. და 2005 წელს დაბადებული ს.ტ. ამხილეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა მიმდინარე წლის 5 თებერვალს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ბატას“ მაღაზია გაქურდეს, საიდანაც ლეპტოპი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე, გ.ვ. და ს.ტ. მხილებულები არიან, აბაშიძის 35-ში მდებარე რესტორან „სტეიკ ჰაუსის“ გაქურდვის მცდელობის, მოსეშვილის ქუჩაზე მდებარე ყვავილების მაღაზია „მაროსეს“ და აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ ქურდობის ფაქტებში. არასრულწლოვნები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიება საცავში უკანო შეღწევით ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მიხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

დატოვე კომენტარი