შსს-მ „ნაციონალური მოძრაობის“ საბურთალოს ოფისის წევრის, ნინია ცისკარიშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

14:29, 26.09.2020

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნაციონალური მოძრაობის“ საბურთალოს ოფისის წევრის, ნინია ცისკარიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე და 187-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც გულისხმობს ცემას და სხვისი ნივთის დაზიანებას.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარტიის საბურთალოს ოფისის წევრებზე თავდასხმები ხორციელდება.

მსგავსი