შსს-მ ველისციხესთან პოლიციის ავტომანქანის დაზიანებისთვის ერთი პირი დააკავა
შსს-მ ველისციხესთან პოლიციის ავტომანქანის დაზიანებისთვის ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 დეკემბერს, კახეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი პირი, 1960 წელს დაბადებული ქ.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.მ.-მ სოფელ ველისციხესთან პოლიციის ავტომანქანა დააზიანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტში მონაწილე ქ.მ. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება, გრძელდება ინციდენტების ამსახველი ვიდეომასალის შესწავლა“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.