შსს-მ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავა
შსს-მ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული გ.შ. და 2000 წელს დაბადებული ი.ფ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, გ.შ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კუსტარულად გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი, ი.ფ.-ს პირადი ჩხრეკისას კი – პისტოლეტი ამოიღეს. უწყების ცნობით, ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

„გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.