შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავა

10:48, 06.12.2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1993 წელს დაბადებული უ.ო. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„სამართალდამცველებმა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის, „სარფის“ ტერიტორიაზე ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 21 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი