შსს - აქციის მონაწილეები თუ გასცდებიან მშვიდობიანი შეკრების ნორმებს, სამართალდამცველები, წესრიგის დაცვის მიზნით, კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებენ
აქციის მონაწილეები თუ არ დაემორჩილებიან პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, გასცდებიან გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს, სამართალდამცველები, წესრიგის დაცვის მიზნით, კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებენ, – ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი.
უწყება აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს.
იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, გასცდებიან გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს, სამართალდამცველები, წესრიგის დაცვის მიზნით, კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებენ.
სამართალდარღვევის თითოეულ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის ფარგლებში განახორციელებს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.