შსს ადასტურებს, რომ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში ერთი პირია დაკავებული
შსს ადასტურებს, რომ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში ერთი პირია დაკავებული

საქართველოს შინაგან საქეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ერთი პირი. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება გრძელდება და დადგინდება, აქვს თუ არა ამ პირს კავშირი ქუთათელაძის მკვლელობასთან.

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ქუთათელაძის ცხედარი 15 იანვარს დაცვის თანამშრომელმა ნახა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე კონკრეტულ შედეგებს უახლოესი დღეებისთვის ელოდება.