შსს - 2018 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე 116 ნარკორეალიზატორია დაკავებული
შსს - 2018 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე 116 ნარკორეალიზატორია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით, 116 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„მიმდინარე წლის განმავლობაში პოლიციამ ამოიღო დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება: 35 კილოგრამი „ჰეროინი“, ექვსი კილო და 600 გრამი „კოკაინი“, 12 ათასამდე აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, სამ კილოგრამამდე „მდმა“, ასევე,  ერთი კილო და 500 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული მედიკამენტი“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.