შრომის ინსპექციის სამსახური დაწესებულ შეზღუდვებზე კონტროლს განაგრძობს
შრომის ინსპექციის სამსახური დაწესებულ შეზღუდვებზე კონტროლს განაგრძობს

შრომის ინსპექციის სამსახური დაწესებულ შეზღუდვებზე კონტროლს განაგრძობს. ამჯერად, შრომის ინსპექტორები მონიტორინგს საცალო-საბითუმო ვაჭრობის ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით უწევენ.

„ზედამხედველობის ფარგლებში, ინსპექტორებმა პირადად გააკონტროლეს ადგილზე არსებული ვითარება და ობიექტებში დაწესებული რეგულაციების აღსრულება კითხვარის საშუალებით შეამოწმეს. შრომის ინსპექტორებმა დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს რეკომენდაციები კიდევ ერთხელ გააცნეს. შრომის ინსპექციის სამსახური ზედამხედველობას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. პროცესში შემოსავლების, სურსათის უვნებლობის ადგილობრივი მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები, შსს-ს კრიმინალური და საპატრულო პოლიცია არის ჩართული.

შრომის ინსპექციის სამსახური მოქალაქეებს დაწესებული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კანონით განსაზღვრული ღონისძიებების გატარების შესახებ აფრთხილებს“, – აცხადებენ შრომის ინსპექციაში.