შრომის ინსპექცია - ფართომასშტაბიანი გასართობი და სოციალური ღონისძიებებისთვის გასულ 48 საათში ხუთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დაჯარიმდა
შრომის ინსპექცია - ფართომასშტაბიანი გასართობი და სოციალური ღონისძიებებისთვის გასულ 48 საათში ხუთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დაჯარიმდა

შრომის ინსპექციამ გასულ 48 საათში თბილისსა და მის შემოგარენში, საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, ფართომასშტაბიანი გასართობი და სოციალური ღონისძიებებისთვის ხუთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დააჯარიმა.

უწყების ინფორმაციით, მათგან სამ ფიზიკურ პირს სანქცია სოციალური ღონისძიებების ორგანიზების მიზნით, ფართის იჯარით გადაცემის საფუძველზე დაეკისრა, ერთი ფიზიკური პირის კუთვნილი ფართი კი, დაილუქა.

„შეგახსენებთ, რომ ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირისთვის 2 000, ხოლო იურიდიული პირისთვის – 10 000 ლარს ითვალისწინებს.

23-25 აპრილს შრომის ინსპექციამ, საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, ზედამხედველობა სულ 194 ობიექტზე განახორციელა“,- აღნიშნულია შრომის ინსპექციის გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი