შრომის ინსპექცია ბათუმში შემოწმებულ ობიექტებთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
შრომის ინსპექცია ბათუმში შემოწმებულ ობიექტებთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შრომის ინსპექციის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელების მიერ ქალაქ ბათუმში კვების, საცალო და საბითუმო ვაჭრობის, სუპერმარკეტების ობიექტებისა და სასტუმროების შემოწმება განხორციელდა.

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, შემოწმდა რვა, რომელთაგან მოთხოვნები ექვსმა დააკმაყოფილა. ეს სასტუმროებია: „აისი“, „ბესტ ვესტერნი“, „მერკური“, „აქვა ჰოტელი“, „შერატონი“, „რედისონი“. მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა ორმა – „სტამბულმა“ და „გალოგრემ“.

შრომის ინსპექციის ცნობით, შემოწმება ასევე განხორციელდა რვა საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტშიც, რომელთაგან მოთხოვნები მხოლოდ ერთმა – გუდვილმა დააკმაყოფილა.

მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა შვიდმა ობიექტმა. მათ მიმართ გამოყენებულ იქნა ჯარიმა 10 000 ლარის ოდეონობით. ეს ობიექტებია: „ვილმარტი“, „სპარი“, „ნიკორა“, „ორი ნაბიჯი“, „იალჩინ მარკეტი “, „მაგნიტი“, „კარფური“.

შრომის ინსპექციაში განმარტავენ, რომ არსებული რეგულაციების გაუთვალისწინებლობის გამო, სამი სარიტუალო დარბაზის მფლობელიც დაჯარიმდება.

„საქმიანობა შეაჩერა 17-მა სარიტუალო დარბაზმა . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლემის მხრიდან მათზე კონტროლი  ხორციელდება. ბათუმში, სამუშაო პროცესში რეკომენდაციების დაცვის შესრულებასთან დაკავშირებით, ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმებაც.

გაფრთხილების შემდგომ შემოწმდა 28 კვების ობიექტი (რესტორანი), რომლებსაც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციები სრულად ჰქონდათ გათვალისწინებული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შრომის ინსპექციის ცნობით, მოთხოვნები დააკმაყოფილა ყველა შემოწმებულმა კვების ობიექტებმა (რესტორანი) :

„შავი ზღა“, „ბალაგანი“, „ფიშლანდია“, „ფიშპოინტი“, „პორტა ბათუმი“, „ოქროს თევზი“, „მარსელი“, „მაჭახელა“, „სანაპირო“, „ადმირალ ტერასა“, „ლე პორტე“, „ლაით ჰაუსი“, „პონტოსი“, „აჭარა პალასი“, „ბახტრიონი“,  „ზაქარა“, „თეთრი ბათუმი“, „მეფაიტონე“, „შერეკილები“, „შუმერული“, „ძველი გემო“,  „ხინკლის გემო+“, „ფიროსამანი“, „თავადური“, „საზანდარი“, „ახალი გემი“, „ვივა ლათინო“, „ნეო კა“.