შრი-ლანკის უსაფრთხოების სამსახური მოსახლეობას შესაძლო თავდასხმების შესახებ აფრთხილებს
შრი-ლანკის უსაფრთხოების სამსახური მოსახლეობას შესაძლო თავდასხმების შესახებ აფრთხილებს

შრი-ლანკის უსაფრთხოების სამსახური მოსახლეობას შესაძლო თავდასხმების შესახებ  აფრთხილებს. ინფორმაციიას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. გავრცელბული ვერსიით, ერთი კვირის წინ განხორციელებულ ტერაქტებზე პასუხისმგებელი ისლამისტები ახალი თავდასხმებისთვის ემზადებიან.ამავე ინფორმაციის თანახმად, მათ შესაძლოა შესანიღბად სამხედრო ფორმები გამოიყენონ.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ გაფრთხილება მიიღო ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომაც.

21 აპრილს შრი-ლანკაზე ტერაქტების სერია მოხდა. ტერორისტების სამიზნე ეკლესიები და სასტუმროები იყო. ტერაქტების შედეგად დაიღუპა 253 და დაშავდა 500 ადამიანი. აფეთქებების სერიის შემდეგ, კუნძულზე საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

დატოვე კომენტარი