შრი-ლანკის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ტერაქტები კრაისტჩერჩის მეჩეთებზე თავდასხმისთვის შურისძიება იყო

13:22, 23.04.2019

წინასწარი გამოძიების მიხედვით, შრი-ლანკაზე მომხდარი თავდასხმები, კრაისტჩერჩის მეჩეთებზე თავდასხმისთვის შურისძიება იყო, – ამის შესახებ შრი-ლანკის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რუვან ვიჯევარდენემ განაცხადა.

შრი-ლანკაზე განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებული გამოძიების წინასწარი მასალები აჩვენებს, რომ ეს იყო შურისძიება ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში, მუსლიმებზე განხორციელებული თავდასხმის გამო“, – აღნიშნა ქვეყნის პარლამენტში გამოსვლისას, შრი-ლანკის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

შრი-ლანკაზე, ეკლესიებსა და სასტუმროებში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 321-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის 38 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში თავდასხმა 15 მარტს მოხდა. ულტრამემარჯვენე ექსტრემისტმა ბრენტონ ტარანტმა 50 ადამიანი მოკლა.

 

მსგავსი