შრი ლანკის ახალი პრეზიდენტი მარქსისტული შეხედულებების მქონე ანურა კუმარა დისანაიაკე გახდა
შრი ლანკის ახალი პრეზიდენტი მარქსისტული შეხედულებების მქონე ანურა კუმარა დისანაიაკე გახდა

შრი ლანკის ახალი პრეზიდენტი მარქსისტული შეხედულებების მქონე ანურა კუმარა დისანაიაკე გახდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მის საარჩევნო დაპირებებს კორუფციასთან ბრძოლისა და ეკონომიკური აღდგენის შესახებ ამომრჩეველთა უმეტესობამ ნდობა გამოუცხადა.

55 წლის დისანაიაკემ მოქმედი პრეზიდენტი რანილ ვიკრემესინგჰე და ოპოზიციის ლიდერი საჯით პრემადასა დაამარცხა.

ანურა კუმარა დისანაიაკემ არჩევნებში 5.6 მილიონი ხმა მოიპოვა, ანუ ამომრჩეველთა ხმების 42.3 პროცენტი. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მის მიერ მოპოვებულ სამ პროცენტთან შედარებით. მეორე ადგილზე ოპოზიციის ლიდერი გავიდა ხმების 32.8 პროცენტით, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა მესამე ადგილი დაიკავა 17 პროცენტით.

ცნობისთვის, პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა გამარჯვებისთვის საჭირო 50 პროცენტი.