შრი-ლანკაზე ტერორისტების საწვრთნელი ბანაკი აღმოაჩინეს
შრი-ლანკაზე ტერორისტების საწვრთნელი ბანაკი აღმოაჩინეს

შრი-ლანკაზე ტერორისტების საწვრთნელი ბანაკი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრვი მედია ავრცელებს.

ინტერნეტპორტალ „ადადერნას“ მონაცემებით, აღნიშნულ ბანაკში 38 ადამიანს წვრთნიდნენ.

როგორც პოლიციაში ამბობენ, აღმოჩენილი ობიექტი სავარაუდოდ რადიკალურ ისლამურ დაჯგუფება „ჯამათ ათ-ტაიჰიდ ალ-ვატანიას“ ეკუთვნის, რომლის წევრებსაც შრი-ლანკაზე ტერაქტების ორგანიზებაში ედებათ ბრალი.

ჟურნალისტების ცნობთ, ტერორისტების ბანაკში მომზადება კოლომბოში მოწყობილი აფეთქებების ორგანიზატორმაც გაიარა.

21 აპრილს შრი-ლანკაზე აფეთქებების სერიას 250 ადამიანი ემსხვერპლა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

დატოვე კომენტარი