შრი-ლანკაზე აფეთქებებს სულ მცირე 45 ბავშვი ემსხვერპლა
შრი-ლანკაზე აფეთქებებს სულ მცირე 45 ბავშვი ემსხვერპლა

შრი-ლანკაზე აფეთქებებს სულ მცირე 45 ბავშვი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორამაცია „იუნისეფის“ წარმომადგენელმა გაავრცელა.

მისი თქმით, 27 ბავშვი გარდაიცვალა ნეგომბოს ეკლესიაში აფეთქებისას. მათგან ყველაზე პატარა 18 თვის იყო.

დადასტურებულია, რომ დაღუპულ ბავშვებს შორის ხუთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. საავადმყოფოებში რჩება 20-ზე მეტი არასრულწლოვანი.

„იუნისეფში“ აცხადებენ, რომ მზად არიან, სამედიცინო დაწესებულებებს ბავშვების დასახმარებლად მედიკამენტები გადასცენ.

შეგახსენებთ, შრი-ლანკაზე 21 აპრილს მოწყობილი ტეარქტების სერიას 321 ადამიანი ემსხვერპლა. 500-ზე მეტი საავადმყოფოში რჩება. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტეროროსტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.