შრი-ლანკაზე აფეთქების შემდეგ მოქალაქეებს პრეზიდენტმა მიმართა და სიმშვიდისკენ მოუწოდა
შრი-ლანკაზე აფეთქების შემდეგ მოქალაქეებს პრეზიდენტმა მიმართა და სიმშვიდისკენ მოუწოდა

შრი-ლანკაზე აფეთქების შემდეგ მოქალაქეებს პრეზიდენტმა მიმართა და სიმშვიდისკენ მოუწოდა. როგორც მაითრიპალა სირისენმა განაცხადა, უსაფრთხოების ძალები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მან პირობა დადო, რომ დამნაშავეები აუცილებელად დაისჯებიან.

ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. მათ შორის მთავარ საერთაშორისო აეროპორტშიც.

ამ წუთებში შრი-ლანკაზე აფეთქებების სერიასთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ძალოვანებთან საგანაგებო თათბირს მართავს.

ბოლო მონაცემებით, ექვს აფეთქებას შრი-ლანკის სხვადასხვა ქალაქში 160 ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ 360-ზე მეტი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

აფეთქებები სამ ეკლესიაში, სააღდგომო მესის დროს მოხდა. კიდევ სამი აფეთქება სასტუმროებში მოხდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.