შრი-ლანკას ხელისუფლება - აფეთქებები ტერორისტული აქტი იყო
შრი-ლანკას ხელისუფლება - აფეთქებები ტერორისტული აქტი იყო

შრი-ლანკაში თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი შვიდი პირი დააკავეს. კოლომბოს პოლიციამ დაადასტურა, რომ აფეთქებების უმეტესობა თვითმკვლელმა ტერორისტებმა მოაწყეს, რომლებიც ერთი დაჯგუფების წევრები არიან.

შრი-ლანკის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, თავდასხმის ორგანიზატორების ვინაობა დადგენილია. რუვან ვივარდენის განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველა ვინც ამ ტერორისტულ აქტებში იყო ჩართული, პასუხს რაც შეიძლება მალე აგებს“, – განაცხადა შრი-ლანკის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ამჟამად შრი-ლანკის პოლიცია რამდენიმე ეჭვმიტანილი სახლებში რეიდს ატარებს.

შეგახენებთ, რომ შრი-ლანკაში აფეთქებები ეკლესიებსა და სასტუმროებში მოაწყვეს. შედეგად 185 ადამიანი დაიღუპა.