„შპიგელის“ ცნობით, 18 საბრძოლო ტანკი „ლეოპარდი-2“, რომლის გადაცემასაც ბერლინი კიევს დაჰპირდა, უკრაინაში უკვე ჩაიტანეს
„შპიგელის“ ცნობით, 18 საბრძოლო ტანკი „ლეოპარდი-2“, რომლის გადაცემასაც ბერლინი კიევს დაჰპირდა, უკრაინაში უკვე ჩაიტანეს

გერმანული გამოცემა „შპიგელის“ ცნობით, 18 საბრძოლო ტანკი „ლეოპარდი-2“, რომლის გადაცემასაც ბერლინი კიევს დაჰპირდა, უკრაინაში უკვე ჩაიტანეს.

როგორც გამოცემა იუწყება, აღნიშნული ტანკების უკანასკნელმა პარტიამ გერმანია გასულ კვირას დატოვა და  უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს გადაეცა.

გარდა ამისა, „შპიგელის“ ინფორმაციით, უკრაინამ უკვე მიიღო „მარდერის“ ტიპის 40 ჯავშანტრანსპორტიორი.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რამდენიმეთვიანი დისკუსიების შემდეგ, 2023 წლის იანვრის ბოლოს განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინას „ლეოპარდი-2“-ის ტიპის ტანკებს გადასცემდა.