„შპიგელი“ - „ნორდ სტრიმის“ აფეთქებაში მონაწილე უკრაინულმა ჯგუფმა გაზსადენზე თავდასხმის გეგმები აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენლებთან განიხილა
უკრაინულმა ჯგუფმა, რომელიც Nord Stream-ის აფეთქებასთანაა დაკავშირებული, გაზსადენზე თავდასხმის გეგმები აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) წარმომადგენლებთან განიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ „შპიგელი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, Nord Stream-ის გაზსადენის აფეთქებასთან დაკავშირებული უკრაინელები, სავარაუდოდ, 2022 წლის გაზაფხულზე დაუკავშირდნენ ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან დაკავშირებულ პირებს და მათი განზრახვები განიხილეს.
მედიის ინფორმაციით, ჟურნალისტები უკრაინაში რამდენიმე წყაროს ესაუბრნენ, რომლებიც ინფორმირებულნი იყვნენ უკრაინულ გუნდსა და ამერიკელებს შორის კონტაქტების შესახებ.
მათივე ცნობით, 2022 წლის ივნისში, სავარაუდოდ, ნიდერლანდების დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია თავდასხმის გეგმების შესახებ უკრაინაში არსებული წყაროდან და გაუზიარა ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს და გერმანიის შესაბამის სამსახურებს.
ცნობისთვის, 2025 წლის ნოემბერში გერმანიამ დააკავა უკრაინელი სერგეი კუზნეცოვი, რომელიც ბრალდებულია 2022 წელს „ნორდ სტრიმის“ აფეთქებაში მონაწილეობაში. ის წინასწარი პატიმრობის ქვეშ რჩება. ოქტომბერში ვარშავის სასამართლომ უარი თქვა კიდევ ერთი ეჭვმიტანილის, უკრაინელი ვლადიმერ ჟურავლევის გერმანულ მხარისთვის ექსტრადიციაზე და ის გაათავისუფლა.