„შპიგელი“ - ნატო კორონავირუსის მეორე ტალღისთვის ემზადება
„შპიგელი“ - ნატო კორონავირუსის მეორე ტალღისთვის ემზადება

ნატო კორონავირუსის მეორე ტალღისთვის ემზადება, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „შპიგელი“ ავრცელებს.

როგორც გერმანელი ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, ნატო-ში უკვე დაიწყეს სამოქმედო გეგმის მომზადება, რომლითაც ალიანსმა ვირუსის ხელახლა გავრცელების შემთხვევაში უნდა იხელმძღვანელოს.

„შპიგელის“ ცნობით, გეგმის შემუშავება ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ელჩებთან გამართულ საიდუმლო შეხვედრაზე გადაწყდა.

ჟურნალისტების ცნობით, იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ვირუსის მეორე ტალღაზე ალიანსის საპასუხო მოქმედებები ნატოს სანდოობისა და ერთიანობის „ლაკმუსის ტესტი“ იქნება.

არსებული ინფორმაციით, ნატო-ს გენერალური მდივანი ასევე გამოვიდა ინიციატივით, პანდემიის საპასუხოდ უფრო გრძელვადიანი გეგმა შემუშავდეს.

დატოვე კომენტარი