„შპიგელი“ - ევროკომისია ევროპულ ქვეყნებში შიდა სასაზღვრო კონტროლის თანდათანობით გაუქმებას მოითხოვს და მიიჩნევს, რომ საერთო ევროპული სისტემა შედეგიანია
ევროკომისია გერმანიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში შიდა, ევროკავშირის საზღვრებზე სასაზღვრო კონტროლის თანდათანობით გაუქმებას მოითხოვს, – ამის შესახებ „შპიგელი“ წერს.
როგორც მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა, მაგნუს ბრუნერმა განაცხადა, ევროკომისიის შეფასებით, ცხრა წევრ სახელმწიფოში, სადაც კონტროლი ამჟამად მოქმედებს, საზღვრის შემოწმების თანდათანობითი შემცირება როგორც შესაძლებელია, ასევე მიზანშეწონილია.
საზღვრის კონტროლის შემცირებისკენ მოწოდების მიზეზად კი ბრუნერმა ლტოლვილთა რაოდენობის მკვეთრი შემცირება დაასახელა.
„მეორე მხრივ, მიღებული ზომები, როგორიცაა გარე საზღვრების დაცვა და შესვლისა და გასვლის საერთო ევროპული სისტემა, შედეგს იძლევა“, – აღნიშნა ევროკომისარმა.