„შპიგელი“ – ბუნდესტაგში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ დეპუტატების თანაშემწეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, პოლიციის ცნობით, ორივე თანამშრომელი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო

14:19, 17.10.2026

ბერლინში, ბუნდესტაგის სამუშაო შენობაში ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) დეპუტატების თანაშემწეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ამის შესახებ „შპიგელი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, დაპირისპირების გამო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. სამართალდამცველებმა კონფლიქტი გამუხტეს და დაადგინეს, რომ ორივე თანაშემწე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

მომხდარზე საქმე აღიძრა.

ცნობისთვის, გასულ წელს „შპიგელმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბუნდესტაგის დაცვის თანამშრომლებს სპეციალურად ასწავლიდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ AfD-ს ნასვამ დეპუტატებთან და მათ სტუმრებთან.

წლის დასაწყისში კი ცნობილი გახდა, რომ ბუნდესტაგის ადმინისტრაციამ უსაფრთხოების მიზნით AfD-ს დეპუტატების ან ფრაქციის შვიდ თანამშრომელს მუდმივი საშვი არ მისცა.

მსგავსი