შპანდაუში მიმდინარე აქციები შეტაკებაში გადაიზარდა
შპანდაუში მიმდინარე აქციები შეტაკებაში გადაიზარდა

გერმანიში ნეონაცისტების მიერ ორგანიზებული აქციების პარალელურად, კონტრაქცია გაიმართა, რომელიც ცოტა ხანში ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ორი საპირისპირო დემონსტრაციის მონაწილეებს შორის შეტაკებების დროს რამდენიმე მათგანი და ერთი პოლიციელი დაშავდა.

დემონტრაცია 400-მდე ნეონაცისტმა ბერლინის გარეუბანში, შპანდაუში გამართა. აქციის დღე მესამე რეიხისა და ნაცისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, რუდოლფ ჰესის დაბადების დღეს დაემთხვა. ნიურნბერგის პროცესზე ჰესი ამტკიცებდა, რომ ამნეზია ჰქონდა. ამის მიუხედავად, მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 1987 წელს ჰესმა შპანდაუს ციხის საკანში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შპანდაუში თავმოყრილმა ათობით ნეონაცისტმა დღეს რუდოლფ ჰესის ხსოვნას პატივი მიაგო. მათ დემონსტრაციულ გადაწყვეტილებას რამდენიმე საათში კონტრაქცია მოყვა.