შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს
შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, სადაც მესამე დღეა, მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიება, კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადასტურებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 14 ადამიანია დაღუპული. სამი მათგანი დღეს იპოვეს.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 22 ადამიანს ეძებენ.

სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას სულ 210 ადამიანია გაყვანილი. ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი მოეწყო ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში.

საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.