შოვში 11 იანვარს თოვლის ფესტივალი გაიმართება
შოვში 11 იანვარს თოვლის ფესტივალი გაიმართება

შოვში 11 იანვარს თოვლის ფესტივალი გაიმართება.

​ღონისძების ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალი მოიცავს შეჯიბრებებსა და სპორტულ აქტივობებს, მონაწილეობას მიიღებენ ანიმატორები. სტუმრების მუსიკალურ განწყობაზე კი, ნათია დუმბაძე და „გრუვერს ბენდი“ (Groovers band) ასევე „ეიკასი“ (AKC), იგივე ალექსანდრე კოპალიან-ჩიქოვანი და სხვა შემსრულებლები იზრუნებენ.

ფესტივალი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება და ტრადიციულად ფოიერვერკით დასრულდება.

ფესტივალის ორგანიზატორია აქტივისტების ჯგუფი „სნოუელები“ (snow-ელები). ღონისძიება შოვში უკვე მესამედ იმართება და მისი მიზანი შოვის, როგორც ზამთრის კურორტის პოპულარიზაციაა.