შოტლანდიისა და საქართველოს მატჩი შეჩერდა - გლაზგოში წვიმამ მოედანი დატბორა #1TVSPORT
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფის ლიდერების შეხვედრა შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის წვიმის გამო მე-7 წუთზე შეჩერდა.
თამაში მძიმე კლიმატურ პირობებში დაიწყო – წვიმის გამო მოედანზე ბურთის გაგორება შეუძლებელი იყო. მე-6 წუთზე შოტლანდიელებმა კუთხურის გათამაშების შემდეგ ანგარიში გახსნეს, გოლი კალუმ მაკგრეგორის ზუსტ დარტყმას მოჰყვა.
ამის შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, ვილი სანიოლის მოთხოვნით მატჩის უნგრელმა არბიტრმა თამაში შეაჩერა.