შოტლანდიისა და საქართველოს მატჩი შეჩერდა – გლაზგოში წვიმამ მოედანი დატბორა #1TVSPORT

23:06, 20.06.2023

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფის ლიდერების შეხვედრა შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის წვიმის გამო მე-7 წუთზე შეჩერდა.

თამაში მძიმე კლიმატურ პირობებში დაიწყო – წვიმის გამო მოედანზე ბურთის გაგორება შეუძლებელი იყო. მე-6 წუთზე შოტლანდიელებმა კუთხურის გათამაშების შემდეგ ანგარიში გახსნეს, გოლი კალუმ მაკგრეგორის ზუსტ დარტყმას მოჰყვა.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, ვილი სანიოლის მოთხოვნით მატჩის უნგრელმა არბიტრმა თამაში შეაჩერა.

 

მსგავსი