შოტლანდიის უმაღლესმა სამოქალაქო სასამართლომ პარლამენტის შეჩერების შესახებ ბორის ჯონსონის გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო
შოტლანდიის უმაღლესმა სამოქალაქო სასამართლომ პარლამენტის შეჩერების შესახებ ბორის ჯონსონის გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო

შოტლანდიის უმაღლესმა სამოქალაქო სასამართლომ პარლამენტის შეჩერების შესახებ ბორის ჯონსონის გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი რამდენიმე პარტიის წევრ პოლიტიკოსთა ჯგუფმა შეიტანა.

აღნიშნული გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის მუშაობის შეჩერებაზე დაუყოვნებლივ არ აისახება. სასამართლოს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის განახლების განკარგულება არ გაუცია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, სადაც აღნიშნულ საკითხზე მოსმენა მომავალ კვირას დაიწყება.

საკუთარი გადაწყვეტილების განმარტებისას, სამი მოსამართლისგან შემდგარმა პანელმა აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის შეჩერება მოტივირებული იყო პარლამენტის შეკავების სურვილით.

პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის ინიციატივით, დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მუშაობა 10 სექტემბრიდან 14 სექტემბრამდე შეაჩერა. თუმცა მანამდე დეპუტატებმა მიიღე კანონპროექტი, რომელიც ხისტ ბრექსიტს აფერხებს.