შოტლანდიაში ჩემპიონშიფისა და ქვედა დივიზიონების სეზონი დასრულებულად გამოცხადდა
შოტლანდიაში ვადაზე ადრე დაასრულეს სეზონი რანგით მეორე, მესამე და მეოთხე დივიზიონებში. მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა. ეს ინფორმაცია შოტლანდიის პროფესიული საფეხბურთო ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
სეზონის ვადაზე ადრე დასრულებას დაეთანხმა კლუბების 81 პროცენტი. ასე რომ, ჩემპიონშიფის გამარჯვებული გახდა „დანდი იუნაიტედი“, ლიგა 1-ის – „რეით როვერსი“, ლიგა 2-ის – „ქოუვ რეინჯერსი“.
შოტლანდიის პრემიერლიგასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ამ მომენტისთვის, ტურნირი ოფიციალურად 10 ივნისამდეა შეჩერებული.
ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 98 476 ინფიცირებული და 12 868 გარდაცვლილია.