იენს ლემანი „დანდი იუნაიტედის“ ახალი მწვრთნელი შეიძლება გახდეს
იენს ლემანი „დანდი იუნაიტედის“ ახალი მწვრთნელი შეიძლება გახდეს

გერმანიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ იენს ლემანმა, შესაძლოა, ამ ზაფხულს შოტლანდიური „დანდი იუნაიტედი“ ჩაიბაროს.

გაუქმებული სეზონის შემდეგ, გუნდი მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა, რადგან რობი ნელსონი „ჰართსში” წავიდა სამუშაოდ.

როგორც „ტელესპორტი“ წერს, ლემანი უკვე დაუკავშირდა „დანდი იუნაიტედის“ ხელმძღვანელობას და მას საკუთარი სამსახური შესთავაზა,

ამ სეზონში „დანდი იუნაიტედმა“ წარმატებით ითამაშა შოტლანდიის ჩემპიონშიფში და პრემიერლიგაში გამოსვლის უფლება მოიპოვა.