ქვემო ქართლის გუბერნატორი რუსთავში დამატებით მკაცრ ზომებს საჭიროდ არ მიიჩნევს
ქვემო ქართლის გუბერნატორი რუსთავში დამატებით მკაცრ ზომებს საჭიროდ არ მიიჩნევს

პროგნოზის გაკეთება, რომ ხელიდან გაგვექცა პროცესი არ შეიძლება, არ არის საჭირო დამატებითი მკაცრი ზომები, – ამის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

როგორც შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნა, დადასტურდა, რომ ქალბატონთან, რომელიც ბანკის კონტაქტიდან მომდინარეობს, მის ოჯახში მეუღლესთან და შვილთან დაფიქსირდა კორონავირუსის ფაქტი.

„კოონავირუსით ინფიცირებული საჯარო მოხელის კონტაქტების 90%, სადაც შესაძლო რისკები შეიძლება ყოფილიყო, შესწავლილია და თვითიზოლაციის მკაცრ რეჟიმზე არიან ადამიანები, მათ შორის იყო კომპანია „მაგთის“ სერვისის მოთხოვნა ოჯახიდან, მათგანაც ორი თანამშრომელი თვითიზოლაციაშია, ერთი საკარანტინო სივრცეში. დღეს ჩვენ კარანტინში გვაქვს 50-60 ადამიანის მიღების შესაძლებლობა. რაიმე პროგნოზის გაკეთება, რომ ხელიდან გაგვექცა პროცესი არ არის, ყველაფერი მართვადია არ არის საჭირო დამატებითი მკაცრი ზომების მიღება. თერმოსკრინიგი გამკაცრდება, რომ მოსალხეობის გადაადგილება იყოს შესწავლილი და სადეზინფექციო სამუშაოებიც ჩატარდება იმ სივრცეების, სადაც ამ ფაქტიდან გამომდინარე გვაქვს საჭიროება“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.