შოთა რეხვიაშვილი - ქვემო ქართლში სულ ცხრა გამოჯანმრთელებული გვყავს, კვირის ბოლომდე კიდევ ბევრი დაგვემატება
შოთა რეხვიაშვილი - ქვემო ქართლში სულ ცხრა გამოჯანმრთელებული გვყავს, კვირის ბოლომდე კიდევ ბევრი დაგვემატება

ქვემო ქართლის გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ბოლნისში გუშინ დადასტურებული ოთხი ახალი შემთხვევიდან ნაწილი ე.წ. სამედიცინო კლასტერიდანაა.

„გუშინ ჩვენ გვქონდა ოთხი დადასტურებული შემთხვევა ბოლნისში. ეს იყო სამედიცინო კლასტერიდან. ოჯახებიდან, სადაც ინფექცია დადასტურებულია და გაგრძელდა ოჯახის ერთ წევრთან. ასევე სავანეთის ოჯახურ კლასტერთან, ორ პიროვნებასთან, რომლებიც იყვნენ კარანტინში. ორივე შემთხვევაში კონტაქტები არ იყო, რადგან ზომებიც წინასწარ იყო მიღებული“ ,- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში საკვლევი მასალა გაგზავნილი იყო გარდაბნიდან, ასევე რუსთავიდან და ყველა შემთხვევაში პასუხი უარყოფითია.

„გარდაბნიდან, რუსთავიდან იყო საკვლევი მასალა და უარყოფითია. რუსთავში, მარნეულში და სხვა მუნიციპალიტეტებში ვინარჩუნებთ სტაბილურად მდგომარეობას. გამოჯანმრთელებული გვყავს ცხრა და ამ კვირის ბოლომდე გვეყოლება ბევრი გამოჯანმრთელებული“ , –  განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

მისივე თქმით, ქვემო ქართლში სულ ვირუსის 75 შემთხვევაა დადასტურებული.

„52 არის ბოლნისში, 15 მარნეულში და 8 –  რუსთავში“ , – დასძინა შოთა რეხვიაშვილმა.