შოთა რეხვიაშვილი - მარნეულში ტემპერატურული სკრინინგი 71 ათასზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, ხოლო ბოლნისში 15 ათასზე მეტს
შოთა რეხვიაშვილი - მარნეულში ტემპერატურული სკრინინგი 71 ათასზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, ხოლო ბოლნისში 15 ათასზე მეტს

ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი აცხადებს, რომ მარნეულში ტემპერატურული სკრინინგი 71 ათასზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, ხოლო ბოლნისში 15 ათასზე მეტს.

როგორც შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნა, საველე ჰოსპიტალში გადაიყვანეს რვა პაციენტი, ერთ-ერთ მათგანს კი კორონავირუსი დაუდასტურდა.

„დღეს ექვსი პაციენტი რჩება საველე ჰოსპიტალში და ერთთან არის საეჭვო მდგომარეობა. სასურველია შემდგომი დაკვირვება და კვლევის გაგრძელება. ვისაც დაუდასტურდა, ბოლნისიდან იყო. არის საზღვრის კვეთა აზერბაიჯანიდან, თუმცა იმ პერიოდში, როცა ქვეყანა რიკსჯგუფში არ შედიოდა. ახლა გამოვლინდა სიმპტომატიკა. მის კონტაქტებს ვიკვლევთ. მას კონტაქტი მარნეულში პირველ ინფიცირებულთან არ ჰქონია“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.