შოთა რეხვიაშვილი - მადლობას ვუხდი მოსახლეობას შეგნებისთვის, რეკომენდაციების დაცვისთვის, მათი მხარდაჭერით მივიღეთ შედეგი, რომ მარნეულში საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა
შოთა რეხვიაშვილი - მადლობას ვუხდი მოსახლეობას შეგნებისთვის, რეკომენდაციების დაცვისთვის, მათი მხარდაჭერით მივიღეთ შედეგი, რომ მარნეულში საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა

ქვემო ქართლის გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, დილიდან მარნეულის მუნიციპალიტეტში საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა და ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს მასშტაბით თავისუფლად შეუძლია გადაადგილება.

მან მოსახლეობას მაღალი პასუხისმგებლობისთვის და რეკომენდაციების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.

„ამ შედეგამდე მოსვლას საკმაოდ ფორსმაჟორული სამუშაოები უძღოდა წინ და, ბუნებრივია, პირველ რიგში მოსახლეობის მხარდაჭერის გარეშე ეს შედეგი ვერ მიიღებოდა. ამიტომ, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მოსახლეობას შეგნებისთვის,  იმ რეკომენდაციების დაცვისთვის და ბუნებრივია, მივიღეთ ეს შედეგი. ჩვენ, ყველა უწყება, ჟურნალისტებიც, საზოგადოებაც აქტიურად ადევნებდა თვალს, ძალიან შეთანხმებულად, კოორდინირებულად ვმუშაობდით.

აქ იყო ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გამოწვევა, აქ იყო ინდივიდუალური საჭიროებები ცალკეული ოჯახების. ამ მასშტაბური სირთულეების მიუხედავად, პრაქტიკულად შევძელით ერთობლივი ძალისხმევით, გარკვეული სერიოზული რაიმე ისეთი ჩავარდნა არ ყოფილა, მაქსიმალურად ხელი შევუწყვეთ იმას, რომ ამ შეზღუდვების ფონზე მოსახლეობას ეცხოვრა ნორმალური რეჟიმით“,- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

რაც შეეხება ეპიდემიურ ვითარებას, რეხვიაშვილის განმარტებით, მარნეულში პრაქტიკულად მოსახლეობაში გავრცელება არ რის.

„ეს დღეები, რაც ფიქსირდება ერთეული შემთხვევები, არის ცნობილ კლასტერთან დაკავშირებული, იყვნენ ოჯახის წევრები ან მკაცრ თვითიზოლაციაში ან კარანტინში“,- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.