შოთა რეხვიაშვილი - ჯანდაცვა, წყლითა და ელექტრო ენერგიით მომარაგება შეზღუდვებში მოქცეული არ იქნება
შოთა რეხვიაშვილი - ჯანდაცვა, წყლითა და ელექტრო ენერგიით მომარაგება შეზღუდვებში მოქცეული არ იქნება

ქვემო ქართლის გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ჯანდაცვა, წყლითა და ელექტრო ენერგიით მომარაგება შეზღუდვებში მოქცეული არ იქნება. როგორც შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნა, შეზღუდვები ხვალ საღამოდან ამოქმედდება.

„ის გადაუდებელი და სასიცოცხლო სამსახურები, რაც ეხება ჯანდაცვას, წყლით მომარაგებასა და ელექტრო ენერგიით მომარაგებას, რაც არის სტრატეგიული და სასიცოცხლო, ეს არ იქნება შეზღუდვებში მოქცეული. ჩვენ ამ ხალხთან მუდმივად კომუნიკაციაში ვართ. შეზღუდვების ამოქმედება მოხდება ხვალ საღამოს 21:00 საათიდან. შესაბამისად, ვინც დასაბრუნებელია ქალაქში ამ პერიოდის განმავლობაში, უნდა მიიღონ ზომები, ვინც გასასვლელია, უნდა მიიღოს ზომები. თუ არ მიიღებენ, ათი დღე მოუწევთ იქ ყოფნ,ა სადაც არიან“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 აპრილიდან, 21:00 საათიდან ოთხ დიდ ქალაქში – თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი შესვლა და გასვლა 10 დღით იკრძალება.