შოთა რეხვიაშვილი - ბოლნისში ერთ-ერთი დაინფიცირებული კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის მეუღლეა
შოთა რეხვიაშვილი - ბოლნისში ერთ-ერთი დაინფიცირებული კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის მეუღლეა

ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი აცხადებს, რომ ქვემო ქართლში კორონავირუსის ორი ახალი ფაქტი დადასტურდა.

როგორც შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნა, ერთი ფაქტი არის გარდაცვლილი ქალბატონის მეუღლე 87 წლის, ისიც ქვემო ბოლნისიდან და ოჯახური კლასტერია.

„როგორც ვიცი, მას ქრონიკული დაავადებებიც აქვს. მეორე არის მარნეულელი ქალბატონი სოფელ კირაჩმუღანლოდან. ეს არის სოფელი აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან ახლოს. როგორც ფიქსირდება მას 13 მარტიდან აქვს აზერბაიჯანიდან სასაზღვრო კვეთა. შემდეგ იყო დაკვირვების ქვეშ. მასთან გამოვლენილია 25 კონტაქტი. რუსთავში მატება არ გვაქვს. ვინც გადის მკურნალობას ნორმალური დინამიკით მიდის პროცესი. იზოლაციაში მყოფ ადამიანებს მე-12 დღეა დაავადების არანაირი სიმპტომი არ აქვთ. ჩვენ მხარეში გვაქვს ცხრა ჰოსპიტალური ტიპის სამედიცინო დაწესებულება და მათ შორის ერთი ბავშვთა საავადმყოფო. 60 სასუნთქი აპარატია. 68 ბოქსია. 98 საწოლია ცხელების შემთხვევაში და 487 საწოლია სრულად რესურსი ჩვენი კლინიკების. სრულად მზად ვართ, თუ იქნება მომართვიანობა, მედპერსონალმა გაუძლოს“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.