შოთა დიღმელაშვილი - პიკეტირების აუცილებლობა ამაღამ არ დგას
შოთა დიღმელაშვილი - პიკეტირების აუცილებლობა ამაღამ არ დგას

საქართველოს პარლამენტის შენობის პიკეტირება ამ საღამოს არ იგეგმება.

როგორც მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენელმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, დაიგეგმება ჯგუფების ლოკალური აქტივობები, რომლის შესახებ განცხადება დღეს, 19:00 საათზე პარლამენტის წინ, აქციაზე გაკეთდება.

„პლენარული სხდომა, რომელიც ხვალ უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო, შესაბამისად პიკეტირების აუცილებლობა ამაღამ არ დგას. ახლა უნდა დავგეგმოთ, გავაგრძელოთ ბრძოლა, აქციის ჯგუფების მეშვეობით ლოკალური აქტივობები გავაკეთოთ. არ დავაგდოთ დუღილის ტემპერატურა, რადგან არ შეიძლება, მშვიდად ვუყუროთ, როგორ იტაცებს ხელისუფლება სახელმწიფოს. ლოკალური აქტივობების გეგმებზე განცხადება დღეს გაკეთდება. 19:00 საათზე დავიწყებთ აქციას“, – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.