შოთა დიღმელაშვილი - გეგმას ეტაპობრივად გაგიმხელთ, რადგან სრული გამხელა საფრთხეში აგდებს ამ გეგმის წარმატებას
შოთა დიღმელაშვილი - გეგმას ეტაპობრივად გაგიმხელთ, რადგან სრული გამხელა საფრთხეში აგდებს ამ გეგმის წარმატებას

ერთი ეროვნული გამოცდა უნდა ჩავაბაროთ აქაც, ეს ეროვნული გამოცდა იქნება, დავრჩეთ დილამდე, გავათიოთ ღამე, – ამის შესახებ მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მოქმედების გეგმას ეტაპობრივად წარმოადგენენ.

„ადამიანებს აინტერესებთ აქ გეგმა და ამ გეგმას ეტაპობრივად გაგიმხელთ, რადგან სრული გამხელა საფრთხეში აგდებს ამ გეგმის წარმატებას. ამიტომ ნახევარ საათში გეტყვით გეგმის ერთ ეტაპს. ახლა რაც შემიძლია, სრულ გეგმაზე გითხრათ, არის ის, რომ ხვალ დილით ხომ არის საქართველოს ეროვნული გამოცდები, ხოდა, ერთი ეროვნული გამოცდა უნდა ჩავაბაროთ აქაც. ეს ეროვნული გამოცდა იქნება, დავრჩეთ აქ დილამდე, გავათიოთ ღამე და გზაში გეტყვით, როგორ მივაღწევთ შედეგს“, – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.