შოთა დიღმელაშვილი - ჩვენ ამ ომს მაინც მოვიგებთ, მაგრამ ამას შეიძლება, დასჭირდეს მაიდანი, რომ არ დასჭირდეს მაიდანი, უნდა შევძლოთ თვითორგანიზება
შოთა დიღმელაშვილი - ჩვენ ამ ომს მაინც მოვიგებთ, მაგრამ ამას შეიძლება, დასჭირდეს მაიდანი, რომ არ დასჭირდეს მაიდანი, უნდა შევძლოთ თვითორგანიზება

ჩვენ ამ ომს მაინც მოვიგებთ, მაგრამ ამას შეიძლება, დასჭირდეს მაიდანი, რომ არ დასჭირდეს მაიდანი, უნდა შევძლოთ თვითორგანიზება, – განაცხადა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, შოთა დიღმელაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე.

„ავტორიტარიზმში ვართ, რასაც სჭირდება შეკავება, შეკავებას კი სჭირდება თვითორგანიზება“, – აღნიშნა დიღმელაშვილმა.

შოთა დიღმელაშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ მათ დაურგებენ ბარათებს, სადაც QR კოდის მეშვეობით შეავსებინებენ ფორმას.

„მოდით და ჩააგდეთ ფურცლები, ჩვენ დაგიკავშირდებით. ეს ხდება იმისათვის, რომ შევაკავოთ ავტორიტარიზმი, რომ შევძლოთ თვითორგანიზება. ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ, რადგან საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი ევროინტეგრაციის მომხრეა. მაგრამ ახლა მიდის ჰიბრიდული ომის გადამწყვეტი ფაზა და ქვეყანა მიჰყავთ იქით, საითაც მიჰყავდა იანუკოვიჩს. ჩვენ ამ ომს მაინც მოვიგებთ, მაგრამ ამას შეიძლება, დასჭირდეს მაიდანი. იმისათვის, რომ ამას არ დასჭირდეს მაიდანი, უნდა შევძლოთ თვითორგანიზება და მშვიდობიანი გზით ამ ხალხის გაშვება, ამაში გამოგადგებათ ეს ბარათები“, – აღნიშნა დიღმელაშვილმა.