შოთა არველაძე შესაძლოა, აზებაიჯანის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს
აზერბაიჯანული სპორტული გამოცემა „აზერისპორტის“ (azerisport.com) ინფორმაციით, ქართული ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი შოთა არველაძე შესაძლოა, აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს. შეგახსენებთ, რომ მეზობელი ქვეყნის ეროვნული გუნდი ერთა ლიგაზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, მწვრთნელის გარეშე დარჩა.
ცნობილია, რომ ქართველის გარდა, აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაცია რობერტო დი მატეოს, ჯანი დე ბიაზის, პოლ ლე გუენისა და მასიმო კარერას კანდიდატურებს განიხილავს.