შოთა არველაძე - პირდაპირ ვამბობ, საქართველოს ნაკრების ჩაბარება არ მსურს
შოთა არველაძე - პირდაპირ ვამბობ, საქართველოს ნაკრების ჩაბარება არ მსურს

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ შოთა არველაძემ პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების ჩაბარება არ სურს.

„პირდაპირ ვამბობ, რომ საქართველოს ნაკრების ჩაბარება არ მინდა. ამას თავისი ახსნა გააჩნია – ნუ არ მინდა და რა ვქნა. ჩემს თავს არ ვჩივი, მაგრამ არ მინდა, რომ ჩემმა ახლობლებმა ინერვიულონ და გულები იხეთქონ. მარტამდე დიდი დროა და ფეხბურთის ფედერაციას აქვს დრო, რომ კანდიდატი კარგად შეარჩიოს“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ შოთა არველაძემ.

47 წლის ქართველი სპეციალისტის თქმით, მას ევროპაში იწვევენ:

„მიმაჩნია, რომ ტაშკენტის „პახტაკორში“ გატარებულ 3 წელიწადში დიდი გამოცდილება შევიძინე და უკეთესი მწვრთნელი გავხდი. მინდა, რომ „ბარსელონამ“ დამიძახოს, მაგრამ არ მიწვევს. მქონდა მიწვევები ჰოლანდიასა და თურქეთში – თურქეთში სულ მიწვევენ. მაგრამ „ტრაბზონზე“ უარი იმიტომ ვთქვი, რომ იქ ვერ დალაგდნენ და სულ არეულობაა. გუშინ დამიკავშირდნენ პორტუგალიიდან, ესპანური გუნდებიც. ვნახოთ, რა იქნება, მალე გაირკვევა. თუმცა, შემოთავაზებისას ათასი წვრილმანია გასათვალისწინებელი“.