შოთა არველაძე - ბოროტებას შესაბამისი პასუხის გაცემა სჭირდება #1TVSPORT
შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა – საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელმა, რომელიც ამჟამად ინგლისური პრემიერშიფის „ჰალ სიტის“ მთავარი მწვრთნელია, უკრაინას და უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადა.
„არ მინდა ჩვენი ლაპარაკი და მხარდაჭერა დაემსგავსოს იმ უცხოელი პოლიტიკოსებისას, რომელთა სუსტმა და არამკვეთრმა პოლიტიკამ ჯერ საქართველო მიიყვანა მძიმე მდგომარეობამდე და ახლა, იგივე გზას უკრაინა გადის. სამყარო ვითარდება, მაგრამ ადამიანის ბუნება უცვლელი რჩება და ბოროტებას განვითარების ყველა ეტაპზე, შესაბამისი პასუხის გაცემა სჭირდება. უკრაინელი ხალხის და ჯარისკაცების მხარდაჭერა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. დიდება უკრაინას“.
შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე რუსეთში არაერთხელ მიიწვიეს, მაგრამ ყოველთვის უარს ამბობდა – როგორც მოთამაშე და როგორც მწვრთნელი. ბოლოს მას რუსეთის პრემიერლიგის „კრასნოდარში“ იწვევდნენ, მაგრამ ინგლისში საქმიანობა ამჯობინა.