შოთა არველაძე - არც მე და არც ჩემს ძმას არ გვაინტერესებს პოლიტიკა, ჩვენი საქმე გვაქვს
შოთა არველაძე - არც მე და არც ჩემს ძმას არ გვაინტერესებს პოლიტიკა, ჩვენი საქმე გვაქვს

შოთა არველაძე აცხადებს, რომ არანაირ პოლიტიკურ აქტივობას არ აპირებს და საკუთარი საქმით არის დაკავებული.

არველაძის განმარტებით, პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობას არც მისი ძმა აპირებს.

„მე არ ვმონაწილეობ არაფერში, არც ვაპირებ მონაწილეობას, არც ჩემი ძმა. არ მაინტერესებს, ჩემი საქმე მაქვს, არანაირ პოლიტიკურ აქტიურობას არ ვაპირებ. ჩვეულებრივად, როგორც ადამიანს უხარია თავისი ქვეყნის კარგი და სწყინს თავისი ქვეყნის ცუდი, ასეთივე აქტიური ვიქნები, როგორიც ვიყავი დღემდე. სხვანაირად ჩემს თავს ვერ ვხედავ და არ მაინტერესებს. ჩემს თავს სადაც ვხედავ, იქ ვარ“, – აღნიშნა შოთა არველაძემ.