შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში შემოდის
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში შემოდის

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში შემოდის.

ის, რომ პირველი უცხოური ინვესტიციის განხორციელების ადგილად კომპანიამ საქართველო შეარჩია, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და Camille Bloch-ის აღმასრულებელ დირექტორის, დანიელ ბლოხის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანია საქართველოში თხილის პლანტაციების გაშენებას გეგმავს. სწორედ ქართული თხილით აწარმოებს ის ცნობილ პროდუქტს – „რაგუსა“, რომელიც პირველად ბაზარზე რამდენიმე ათეული წლის წინ გამოჩნდა.

Camille Bloch-ის ხელმძღვანელი პროექტის წარმატებაში დარწმუნებულია და იმედოვნებს, რომ მისი განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება.

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი, რომელსაც არსებობის 80-წლიანი ისტორია აქვს, წლიურად 3 700 ტონა შოკოლადს აწარმოებს, რომლის მეოთხედი ექსპორტზე გადის.